რუსეთში მოღვაწე უკრაინული წარმოშობის მსახიობი, პროექტ “ცეკვავენ ვარსკვლავების“ გამარჯვებული სტანისლავ ბონდარენკო 25 წლის ქართველი მომღერლის – სალი ხმალაძის მუსიკალურ კლიპში მიიღებს მონაწილეობას.
„კლიპის გადაღებები ბათუმში მიმდინარეობს. სტანისლავ ბონდარენკო ზღვისპირა ქალაქში სპეციალურად აღნიშნული გადაღებებისთვის ჩამოვიდა. სალი ხმალაძე რუსულ შოუ-ბიზნესში წარმატებულად იმკვიდრებს სახელს. პირველი კლიპი, რომელიც რუსეთში საკმაოდ ცნობილ კლიპმეიკერებთან და რეჟისორებთან ერთად გადავიღე, წარმატებული აღმოჩნდა“, – ამბობს სალი.