რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ შესაძლოა საკუთარი მესენჯერი შექმნას. იმ შემთხვევაში, თუ ჩანაფიქრი განხორციელდა, მესენჯერი რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ერთიანი საკომუნიკაციო პლატფორმის მნიშვნელოვანი რგოლი გახდება. სააგენტო newizv.ru-ს ინფორმაციით, მესენჯერი ტრადიციული ფორმატის იქნება. მისი მეშვეობით ინტერნეტმომხმარებლებს ტექსტური შეტყობინებების გარდა, ვიდეო და ფოტო მასალის გავრცელებაც შეეძლებათ. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მესენჯერი რუსეთში და მის ფარგლებს გარეთ, ერთ-ერთი ფართოდ გამოყენებადი სოციალური ქსელი გახდება, რომელსაც ათ მილიონზე მეტი მომხმარებელი ეყოლება.
წყარო:http://cyber.kvira.ge/9975/