„ნიკორას“ მარკეტში მომხდარი სკანდალის შემდეგ მერსი სულხანიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს. ასევე, სულხანიშვილი „ნიკორას“ საწყობის თანამშრომლის ფეისბუქის გვერდიდან სქრინებს ასაჯაროებს.
„ძალიან გთხოვთ, აუცილებლად წაიკითხეთ და ყურადღება მიაქციეთ თანდართულ ფოტოებს. საერთოდ აღარ ვაპირებდი არანაირი კომენტარის გაკეთებას, მომხდარ ფაქტან დაკავშირებით მე ჩემი სიმართლე მქონდა, რომლის დაჯერებაც საზოგადოებისთვის არც თუ ისე მარტივი აღმოჩდა. ფრაგმენტული ვიდეო დამაინტრიგებელი სათაურით და ერთ დღეში დამთავრებული ყველაფერი. ისიც არ ვიცი, ამ პოსტს უნდა ვწერდე თუ არა, ამ დღეების განმავლობაში ყველაფრის მიუხედავად ჩვეულებრივად ვსტუმრობდი შპს „ნიკორას“ მაღაზიათა ქსელს. შპს „ნიკორა“ ამდენი დღის განმავლობაში ასაიდუმლოებდა თავისი თანამშრომლის გვარს, რომელთანაც მოხდა კონფლიქტი. არ ვიცი, რამ, მაგრამ რაღაც ძალამ, იმან, რომ იცი, საზოგადოებამ ტყუილად გესროლა ტალახი. არავინ იცის, იმ მომენტში ვინ როგორ გამოხატავდა აგრესიას. გაქვს შენი სიმართლე, რომელიც გინდა ყველანაირად დაამტკიცო. მოლარე ოპერატორს ვკითხე თანამშრომლის გვარი. შევდივარ მის ფეისბუქზე და ვაწყდები საკმაოდ საინტერესო პოსტებს, მაშინ როცა მე მისი ქმედების, იმის წყალობით, თუ როგორ დავკარგე ყველაფერი, თქვენი ხალხის სიყვარული, არ უნდა ვაკეთებდე ამას. ისიც კი მრცხვენია მე, რომ ამ წუთებში მისნაირი ვხდები.
ბექას მეგობარი: „ისეთი პოპულარული გახდი მერსისთან კამათის შემდეგ, არ ვიცი, ავტოგრაფი გთხოვო, თუ როგორ მოგმართო. ბექა – სწორედ ასე ჰქვია იმ ბიჭს, ბექა, „ნიკორას“ საწყობის თანამშრომელი. მომართვასაც გააკონტროლებ, აწი, და ავტოგრაფსაც იჩალიჩებ, იქნებ გაღირსო“.
„ბექა, მე თქვენთვის ბოდიში არ მომიხდია, მე მოვუხადე ხალხს, პირველ რიგში, ჩემს მეგობრებს, თანამშრომლებს, რადიომსმენელებს, ადამიანებს, რომლებიც ჩემთვის ძვირფასები არიან, ასევე – თქვენს მენეჯერს. ისინი ჩემ გამო უხერხულ სიტუაციაში აღმოჩდნენ. მე არ უნდა დავცემულიყავი თქვენამდე. შეურაცხყოფაზე შეურაცხყოფით არ უნდა მეპასუხა. კიდევ ერთხელ გიხდით საჯარო ბოდიშს“.
P.S. ბატონო ბექა, იქნებ სამსახურის ინფორმაცია შეგეცვალათ, ან საერთოდ წაშალოთ. ამით, პირველ რიგში, თქვენ თავს აყენებთ შეურაცხყოფას და, ამასთანავე, არღვევთ იმ კომპანიის კორპორატიულ კულტურას, რომელსაც წარმოადგენთ, შპს “ნიკორას”, – წერს მერსი სულხანიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
Prev Post
სხვა სიახლეები