ქმარს ვიზა არ მისცეს და ცოლი საქორწინო მოგზაურობაში მარტო წავიდა – მისმა ფოტოებმა ინტერნეტი დაიპყრო

ინტერნეტსივრცე დაიპყრო ქალის ფოტოებმა, რომელიც საქორწინო მოგზაურობაში ქმრის გარეშე წავიდა.

ჰურმა მობინი და მისი ქმარი არსალაან სევერ ბჰატი საბერძნეთში აპირებდნენ წასვლას, თუმცა მობინის ქმარს ვიზა არ მისცეს. თავიდან ახალგაზრდა ქალს არ სურდა მეორე ნახევრის გარეშე მოგზაურობაში წასვლა, მაგრამ რადგან მთელი თანხა უკვე გადახდილი იყო, წყვილმა გადაწყვიტა, რომ ჯობდა, ქალი წასულიყო.

ქმარი პაკისტანში დარჩა, ცოლმა კი საქორწინო მოგზაურობაში ყველა ღირშესანიშნავ ადგილას ფოტოები გადაიღო. ფოტოებზე მას დამწუხრებული სახე აქვს და ხელის მოხვევის იმიტაციურ პოზაში დგას, თითქოს მის გვერდით ქმარია.

წყარო:http://www.ambebi.ge/mozaika

კომენტარები

სხვა სიახლეები