თბილისში, კანდელაკის ქუჩაზე, ახალგაზრდა მამაკაცს ესროლეს. დაჭრილი 31 წლის მიხეილ ცხაკაია საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
ცხაკაია იპოდრომის ტერიტორიიდან შინ ბრუნდებოდა. რა დროსთან სადარბაზოსთან სანადირო თოფიდან 2-ჯერ ესროლეს. მას თავისა და გულმკერდის არეში მძიმე ჭრილობები ჰქონდა მიყენებული. ექიმებმა მძიმედ დაჭრილის გადარჩენა ვერ შეძლეს.
სამართალდამცველებმა დანაშაულში ეჭვმიტანილი, 1986 წელს დაბადებული ბექა დ. ცხელ კვალზე დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ცხაკაია შურისძიების მიზნით მოკლეს, რაზეც საქმე განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო ტარების მუხლით არის აღძრული.
მოკლული ირინა ონაშვილის კლასელი აღმოჩნდა, რომელიც ფეისბუქში მომხდარ ტრაგედიას პოსტს უძღვნის:”ჩემი კლასელი მიხო ღმერთო ესე ვინ გაიმეტააა როდემდე ხალხო, როდემდე უნდა დაპარპაშებდნენ ეს შეიარაღებული განგსტერები ქუჩაშიიიი”, – წერს ირინა ონაშვილი.