ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში საკამოდ გულისამაჩუყებელ სტატუსს აქვეყნებს. “გაგიკვირდებათ ალბათ, მაგრამ მეც ადამიანი ვარ, მეც მტკივა თითოეული ქვა, რომელსაც მესვრით, მათბობს ყველა სიტყვა, რომელსაც მეუბნებით… მერე რა, რომ არ გიცნობთ და ლოგიკურად არ უნდა მაინტერესებდეს თქვენი გამახვილებული ყურადღება ჩემ მიმართ… მერე რა, რომ ღიმილით ვხვდები ყველა თქვენს ალოგიკურ საქციელს და ჩემკენ გამოსროლილ ტალახს… მეც ადამიანი ვარ და მეც მინდა, რომ გიყვარდეთ, რადგან არ მომიცია საბაბი, გძულდეთ… მერე რა, რომ ძალიან ლამაზი არა ვარ… მერე რა, რომ არ მიცნობთ უმრავლესობა, მე ვფიქრობ, ჩემი სილამაზე ჩემი ოჯახია, ჩემი შვილებია… მერე რა, რომ ტვ-ში მნახეთ ორჯერ, სატელევიზიო იმიჯი ძალიან განსხვავდება ცხოვრებისეული იმიჯისგან… მერე რა, რომ არავინ გეკითხებათ, უბრალოდ მკითხეთ, რა მიხარია, რა მწყინს… იქნებ ოდესღაც ჩვენი გზები გადაიკვეთოს და ნამდვილი გამიცნოთ, ისეთი, როგორიც მართლა ვარ… გაგიკვირდებათ, მაგრამ მეც თქვენნაირი ადამიანი ვარ”, – წერს სიჭინავა.