ზღვიდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ მინდორში სელაპი იპოვეს – ფოტო+ვიდეო

  ქალმა, რომელიც ძაღლს მინდორში ასეირნებდა, შემთხვევით სელაპი დაინახა. ეს მოხდა ჩრდილოეთ ინგლისის მახლობლად, სადაც მინდორი, დაახლოებით 37 კმ-ით ზღვიდან დაშორებულია. დღემდე გაუკრვეველია, როგორ მოხვდა ცხოველი ასე შორს. ქალმა სამაშველო სამსახური გამოიძახა.
ერთი შეხედვით, სელაპი საშინლად დაუძლურებული ჩანდა. სპეციალისტების თქმით, ამ ეტაპზე მისი ზღვაში გაშვება ყოვლად დაუშვებელი იყო, მას სასწრაფო მკურნალობა ესაჭიროებოდა.
ნაცრისფერი სელაპი, რომელსაც დამბლერი დაარქვეს, გარეულ ცხოველთა დახმარების ცენტრში გადაიყვანეს (RSPCA).
“მას სჭირდება ვეტერინარების ყურადღება და მკურნალობა, რადგან ის ძალიან დაუძლურებულია. ჩვენ ძალიან ვფრთხილობთ. ექიმები გადაწყვეტილებებს გუნდურად იღებენ. დიდი შრომაა საჭირო, რათა ის ბოლომდე გამოჯანმრთელდეს და ისევ ზღვაში გავუშვათ.”- ამბობს ალისონ ჩარსი, ცხოველთა გადარჩენის ცენტრის მენეჯერი.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=FE6VtyeaxNM&feature=youtu.be[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები