გაბრაზებულმა კრიშტიანუ რონალდუმ ჟურნალისტს მიკროფონი ტბაში გადაუგდო (ვიდეო)

პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი კრიშტიანუ რონალდუ ჟურნალისტის კითხვამ გააღიზიანა. რონალდომ ტელევიზიის წარმომადგენელს მიკროფონი წაართვა და ტბაში გადაუგდო.
ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე კრიშტიანუს თამაში ჯერჯერობით კრიტიკას ვერ უძლებს. ჟურნალისტის კითხვაც აღნიშნულ ჩემპიონატზე კაპიტნის თამაშს ეხებოდა. რეპორტიორი დაინტერესდა, იყო თუ არა მზად რონალდუ ევროპის ჩემპიონატისთვის.
აღნიშნული ინციდენტის შემდეგ რონალდუზე ზეწოლა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა. პორტუგალიის ნაკრები კი ჯგუფის ბოლო შეხვედრას უნგრეთის წინააღმდეგ დღეს გამართავს. კრიშტიანუს გუნდი მოგების შემთხვევაში ინგლისის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები