უმა თურმანი ცხენმა იმსხვერპლა

ჰოლივუდის ვარსკვლავი უმა თურმანი, საფრანგეთში მდებარე სენ-ბართელემის კუნძულზე ცხენიდან გადმოვარდა და რამდენიმე მოტეხილობა მიიღო. თვითმხილეველები, ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობენ, რომ დაზარალებულს შვილები – მაია და ლევონი ერთ-ერთ რესტორნამდე მისვლაში დაეხმარნენ, სადაც მსახიობს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს და „სასწრაფოც“ გამოიძახეს. ჯერჯერობით, ამ თემაზე, ვარსკვლავის ოფიციალურ წარმომადგენელს არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.

წყარო: http://www.okmagazine.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები