1. თითებით სწრაფად დაიზილეთ ხელისგულები – 5 წამი.
2. ახლა გახურებული ხელისგულებით სწრაფი მოძრაობით დაიზილეთ ლოყები ზემოდან-ქვევით – 5 წამი.
3. მსუბუქად დაირტყით სწრაფი მოძრაობით ხელისგულები თავზე (თითქოს დოლზე უკრავდეთ, ისე) – 5 წამი.
4. შეკარით მუშტები (არ დაჭიმოთ). ენერგიულად გაისვით მუშტები მხრების შიდა და გარე მხარეს – 3-3 ჯერ.
5. ფრთხილად დააწექით ფარისებრ ჯირკვალს ცერა და საჩვენებელი თითებით, დაითვალეთ 3-მდე და აუშვით – 3-ჯერ.
6. იპოვეთ კისერზე, საძილე არტერიაზე პულსაცია. ფრთხილად დააჭირეთ თითი, დაითვალეთ 5-მდე. გაუშვით თითი. ისუნთქეთ ღრმად. კვლავ დააჭირეთ და ახლა მეორე მხარესაც გაიმეორეთ იგივე.
7. ცერა თითით იპოვეთ თავის ქალის ცენტრში ჩაღრმავება. დააჭირეთ თითი და დაითვალეთ 3-მდე, გაუშვით. გაიმეორეთ 3-ჯერ.
8. ფეხის რეფლექსური ზონების მასაჟი:
დაჭიმეთ ცერა თითის წვერი, შემდეგ ცერა თითის ბალიში. თუ მტკივნეული წერტილი შენიშნეთ, დაიზილეთ ტკივილის გავლამდე.
სწრაფი მოძრაობით დაიზილეთ ტერფის ზედა ნაწილი ხელით (ან უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, მეორე ფეხისგულით).
9. გაშლილი ხელისგულით ირტყით ფეხზე წინიდან, უკნიდან და გვერდიდან, ტერფიდან საზარდულამდე (თუ, რა თქმა უნდა, არ გაქვთ ვენების ვარიკოზული გაგანიერება).
იგრძენით, როგორ დაგიარათ მთელ სხეულში სასიამოვნო სითბომ? თუ კი – მაშინ მიზნისთვის მიღწეულია: სულ რაღაც 1 წუთში თქვენ მომართეთ ორგანიზმის ძირითადი სისტემები სამუშაოდ.