ამერიკული ჯგუფის „Maroon 5“-ის წევრები, კონცერტის ორგანიზატორებთან ერთად, ბათუმში, ერთ-ერთ რესტორანში ქართული კერძების დასაგემოვნებლად მივიდნენ. რესტორანში მივიდა ანსამბლი „ერისიონი“. 2030.news-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, ჯგუფთან ერთად არ იმყოფება სოლისტი, ადამ ლევინი. სავარაუდოდ ის სასტუმრო „ჰილტონში” დარჩა.
ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ჯეიმს ვალენტაინი, სპეციალურად GDS-ის მაყურებელს მიესალმა და აღნიშნა, რომ ძალიან მოწონს ბათუმი, მოუთმენლად ელოდება ხვალინდელ კონცერტს და იმედი აქვს, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის.
მუსიკოსები აჭარაში რამდენიმე საათის წინ ჩავიდნენ და სასტუმრო „ჰილტონში“ დაბინავდნენ.
7 ივნისს, საოცრებათა მოედანზე “Maroon 5”- ის კონცერტი გაიმართება. ორგანიზატორების თქმით, მსმენელს მოედანზე მისვლა 17:00 საათის მერე შეეძლება.
წყარო:http://2030.news/index.php?newsid=7939