ვერძი
კარგი დღეა სასიამოვნო შეხვედრებისა და მგზავრობისთვის. ზოგიერთს სიურპრიზები და საჩუქრები ელის. ზოგიც მეგობრებთან ახალ ბიზნესიდეას განიხილავს.
კურო
მოჭარბებული გრძნობების წყალობით თავს ქვეყანაზე ყველაზე ბედნიერ ადამიანად იგრძნობთ. სასურველია, მხოლოდ თქვენ მიმართ კეთილად განწყობილ ადამიანებთან იკონტაქტოდ.
ტყუპი
დასვენებისა და ძალების მოკრების დღეა. დაფიქრდით საკუთარ ცხოვრებაზე. მოინდომეთ, რომ გაიუმჯობესოთ პირადი ცხოვრება.
კირჩხიბი
ცოტა ხანში საინტერესო ცვლილებების გელით, როგორც სამსახურის საქმეებში, ასევე პირად ცხოვრებაში. ამიტომ, დღევანდელ იდეებსა და ჩანაფიქრებს მეტი ყურადღება მიაქციეთ.
ლომი
კარგი დღეა ოჯახური წვეულებებისა და მხიარულებისთვის. მოინახულეთ ასაკოვანი ნათესავები. ფულის ხარჯვა მხოლოდ საჩურებსა და სიამოვნებაზე მოგიწევთ.
ქალწული
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. ახლობლების მიმართ მეტად მზრუნველი უნდა იყოთ. დღეს ლიდერის თვისებები უნდა გამოავლინოთ, მაგრამ ეცადეთ, არავის ეკამათოთ.
სასწორი
მეტად დაისვენეთ, სასიამოვნო საქმიანობით დაკავდით. ახალი საქმეებისა და იდეების განხორციელებისთვის ძალები მოიკრიბეთ. მოერიდეთ ჭარბი ალკოჰოლის მიღებას.
მორიელი
მეგობრებთან და ნათესავებთან შეხვედრა სასიამოვნო შთაბეჭდილებებს გპირდებათ. საღამოს კარგია მასაჟი, განსაკუთრებით არომატული ეთერზეთებით.
მშვილდოსანი
მოერიდეთ კონფლიქტებს, ნუ გაიხსენებთ ძველ წყენას. გააუმჯობესეთ სასიყვარულო ურთიერთობა. მეტად დაუგდეთ ყური უხუცესი ადამიანების რჩევებს.
თხის რქა
ენერგიული და ხალისიანი ხართ. შეხვდით მეგობრებს, კოლეგებს, ნათესავებს. შეიძლება მათ თქვენი დახმარება დასჭირდეთ და ნუ ეტყვით უარს.
მერწყული
ნუ განაახლებთ ურთიერთობას იმ ადამიანებთან (ბიზნეს და სასიყვარულო პარტნიორები), რომლებმაც წარსულში იმედი გაგიცრუეს, გიღალატეს.
თევზები
მოერიდეთ აზარტულ ქმედებებს და ფულის ფლანგვას. აკონტროლეთ ემოციები და სასმლის რაოდენობა. ნუ იქნებით ზედმეტად ამბიციური.