ახალის წლის ღამის მკითხაობები – სპეციალურად გასათხოვარი გოგონებისთვის

სურვილი, რომ ახალი წლის ღამეს გაეგოთ, თუ რა ელოდათ მომავალ წელს კაცობრიობას ყოველთვის ჰქონდა. ეს საქმე განსაკუთრებით იზიდავდა გასათხოვარ გოგონებს, რომლებსაც გათხოვების დიდი სურვილი არ ასვენებდათ. გთავაზობთ, რამდენიმე ძველი მკითხაობის მეთოდს, რომელიც მომავლის გაგებაში დაგეხმარებათ.
სანამ მკითხაობას შეუდგებოდეთ, ახალი წლის დადგომამდე ფურცელზე დაწერეთ თქვენი ყველაზე სანუკვარი სურვილი. ფერფლი ჩაყარეთ შამპანიურით სავსე ჭიქაში და ბოლომდე დალიეთ. სურვილი აუცილებლად შეგისრულდებათ.
გათხოვდებით თუ არა მომავალ წელს ამის გასაგებად თქვენი რჩეულის სახლის ღობიდან, ხის პატარა ნატეხის ჩუმად მოპოვება უნდა მოახერხოთ, ან მისი სახლის ან ოთახის კარს პატარა ნატეხი უნდა მოაცილოთ. სახლში დაბურუნებისას ხის ნაჭერი ბალიშის ქვეშ დადეთ და თუ ღამით თქვენი საყვარელი ადამიანი დაგესისზმრათ, დარწმუნებული იყავით რომ იმ წელს გათხოვდებით.
საახალწლოდ სამი სანთლის საშუალებითაც შეგიძლიათ, რომ გაიგოთ მომავალი
მომავლის გასაგებად, შეგიძლიათ შემდეგ მისტიკურ მეთოდს მიმართოთ. ამ რიტუალის ჩასატარებლად დაგჭირდებათ სამი სანთელი, სასურველია მუქი ფერის, სარკე და სამლიტრიანი წყლით სავსე ჭიქა.
სარკე დადგით მაგიდაზე. მის წინ წყლით სავსე ქილა მოათავსეთ და სანთლები სამი მხრიდან დაანთეთ. ოთახში უნდა ბნელოდეს, ქილის ქვემოთ წყალში გამოჩნდება ის მოვლენები, რომელიც თქვენს ცხოვრებაში მომავალ წელს მოხდება.
ძალიან კარგი იქნება, თუ ახალი წლის ღამეს მაგიდაზე ყველა ნივთი ლურჯი ლენტებით გაბანტოთ, ლურჯი თხის საპატივსაემოდ. ქეიფის დაწყებამდე უნდა აიღოთ ჩანგალი ან კოვზი, სურვილი ჩაუთქვათ და ჰკითხოთ მომავალ წელს ასრულდება თუ არა და ბანტი გახსნათ, თუ ბანტი მარტივად გაიხსნება სურვილი ახდება.
ხშირად მკითხაობენ ყავის მარცვლებით. ახალი წლის ღამეს ყავის ქილიდან უნდა აიღოთ რამდენიმე მარცვალი და დაითვალეთ. თუ წყვილი მარცვალი იქნება, სურვილი ასრულდება, თუ კენტი, დაივიწყეთ სურვილი, რადგან მას ასრულება არ უწერია.
ახალი წლის ღამეს შეგიძლიათ გაიგოთ გოგონა გეყოლებათ თუ ბიჭი.
ნემსში 20 სანტიმეტრის ძაფი მოათავსეთ. დადეთ ფეხმძიმე გოგონას ხელის გულზე ძაფი. თუ ნემსმა წრიულად დაიწყო ტრიალი, ე.ი. გოგონა დაიბადება, თუ ნემსი წრიული მოძრაობების გარეში დაიწყებს მოძრაობას სხვადასხვა მიმართულებით, მაშინ ბიჭი დაიბადება.
გისურვებთ, 2015 წელს ყველა თქვენი სურვილის წარმატებით ასრულებას.
წყარო: “რეიტინგი”

კომენტარები

სხვა სიახლეები