„X- ფაქტორის“ პირველი „ლაივ-კონცერტის“ აუტსაიდერები ნინა სუბლატის გუნდის წევრები გახდნენ – ვის დაემშვიდობა ჟიური? (ფოტო, ვიდეო)
გუშინ, 24 მაისს, „X-ფაქტორის“ პირველი „ლაივ-კონცერტი“ გაიმართა. მაყურებელმა ეფექტური და საინტერესო შოუ ნახა. ყოველ მონაწილეს თავისი გულშემატკივარი ჰყავს და თითოეული მათგანი აქტიურობდა, რაც ზარების რაოდენობაზე აისახა. სულ შემოვიდა 34 440 ზარი, ამ ხმების უმრავლესობა კი ნიკა გვარამიას გუნდის წევრმა – ავთო აბესლამიძემ მიიღო. რაც შეეხება დანარჩენ ხმებს, მეორე ადგილზე გავიდა ახალი მენტორის – დათო ფორჩხიძის მიერ შექმნილი ჯგუფი X Boys – 14.23%, შემდეგ მალიბუ ტუღუში – 11.54%, Dream Girls – 9.98%, ცირა კობიაშვილი – 8.59%, გიგი ადამაშვილი – 8.39%, დათუნა ლაზარიშვილი – 7.52%, მიშა სულუხია – 7.38%.
პირველ კონცერტზე ნინა სუბლატის ორივე კონკურსანტი აუტსაიდერი გახდა. ნინა ყიფშიძემ ხმების 6.25% მიიღო, Teen Girls-მა კი – 4.36%. ჟიურის ხმათა უმრავლესობით პროექტში დარჩა ნინა ყიფშიძე, ჯგუფი Teen Girls-ი კი კონკურსს გამოეთიშა.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]