24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ენერგიული ხართ და დღეს ისეთ საქმეებსაც მარტივად გაართმევთ თავს, რომლებიც გუშინ ვერ დაძლიეთ. ჩაინიშნეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ.

კურო
კარგი დღეა მუშაობისთვის, პროექტების დასასრულებლად. დაგეგმეთ შეხვედრები საქმიან პარტნიორებთან და კოლეგებთან. საღამო განმარტოებით, მშვიდ გარემოში გაატარეთ. მიიღეთ თბილი აბაზანა და გამოიძინეთ.

ტყუპი
სამსახურის საქმეები მოწყენის საშუალებას არ მოგცემთ. ნუ შეგეშინდებათ არაორდანალური გადაწყვეტილების მიღების. საღამოს პასიურად დაისვენეთ.

კირჩხიბი
დილიდან შეიქმენით ოპტიმისტური განწყობა და ჩაერთეთ მუშაობაში. ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეები სია, რათა არაფერი გამოგრჩეთ. საღამო მშვიდ, ოჯახურ გარემოში გაატარეთ.

ლომი
წარმატების მისაღწევად შრომა მოგიწევთ. კარგი

დღეა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად. საღამოს გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე, მიიღეთ თბილი აბაზანა და გამოიძინეთ.

ქალწული
აქტიური და გაბედული ქმედებების დღეა. მოაწყვეთ პრეზენტაციები და დაგეგმეთ საქმიანი შეხვედრები. კოლეგებთნ ერთად განიხილეთ ახალი პროექტები. საღამოს დაისვენეთ და გამოიძინეთ.

სასწორი
აქტიურ საქმიანობაში ჩაერთეთ. სანამ კოლეგები უსაქმოდ არიან, დაგეგმეთ საქმიანი შეხვედრები, პრეზენტაციები. მოაწყვეთ ბიზნესლანჩი. საღამოს რომანტიკული ნაცნობობა გელით.

მორიელი
დაისვენეთ საქმეებისგან და მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო ვალდებულებებს. საღამოს კარგია სუფთა ჰაერზე სეირნობა, ცურვა. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

მშვილდოსანი
ოფისში მუშაობა თუ მოგწყინდათ, საქმიანი შეხვედრა მეგობრულ გარემოში დაგეგმეთ. პარტნიორებს და კლიენტებს მათ ტერიტორიაზე შეხვდით. საღამოს გამორთეთ მობილური და დროზე დაწექით დასაძინებლად.

თხის რქა
შრომისმოყვარე ნიშნებისთვის იდეალური დღეა. დაგეგმეთ საქმეები და ყველაფერი გეგმისეულად განახორციელეთ. კარგი დღეა გადაწყვეტილებების, კარდინალურისაც კი, მისაღებად. რომანტიკული პაემანი პარასკევისთვის გადაიტანეთ.

მერწყული
დაასრულეთ დაწყებული, შუა გზაზე მიტოვებული საქმეები. აქტიურად ჩაერთეთ საქმიან მოლაპარაკებებსა და თათბირში. საღამოს სპა-ცენტრს, სილამაზის სალონს ეწვიეთ.

თევზები
თუ გაურკვეველი სიტუაციაა სამსახურში ან კოლეგებთან მიმართებაში, დროა გაერკვეთ სიტუაციაში. დღეს შეიძლება კარდინალური გადაწყვეტილებები მიიღოთ, რომელთა მიღებაც ადრე გიჭირდათ. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები