შონ პენის სარეჟისორო პროექტის, ფილმ „უკანასკნელი სახის“ პრემიერაზე კანის წითელ ხალიჩაზე უამრავი ლამაზმანი გამოვიდა, თუმცა პუბლიკის უდიდესი ყურადღება მაინც საღამოს მთავარ ფიგურანტებს – შონ პენს და მის დრამაში მთავარი როლის შემსრულებელს – შარლიზ ტერონს ერგო.
ერთი წლის წინ კანში ყოფილი შეყვარებულები კამერების ობიექტივების წინაშე პოზირებდნენ და ქორწილსაც გეგმავდნენ, თუმცა ეს არ მოხდა და წყვილი ერთმანეთს დაშორდა. ახლა კი, ერთი წლის შემდეგ, კანის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე შონ პენი და შარლიზ ტერონი ყველას დასანახად ერთმანეთს ჩაეხუტნენ და აკოცეს. ფანატებს იმედი აქვთ, რომ ეს წყვილის შერიგების ნიშანია.
Prev Post
სხვა სიახლეები