91 დარტყმა მათრახით – სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოსთვის და ფოტოსთვის! (ფოტოკოლაჟი)

ირანი – ეს ის ქვეყანაა, რომელზეც ბევრი რამ უცნობია. და ის, რაც საზოგადოებისთვის ამ ქვეყნის შესახებ ხდება ცნობილი – ხანდახან შოკისმომგვრელიც კი არის მათთვის, ვინც სულ სხვა კანონებით ცხოვრობს.
ირანში არსებობს უამრავი აკრძალვა, რომელიც ადამიანების მიერ მაინც ირღვევა. 2მაგალითად, ბევრი მოდელი და ბლოგერი დაისაჯა იმისთვის, რომ „დასავლური გახსნილობის პროპაგანდას“ ეწეოდა. ეს კი ირანში დაუშვებელია. დაკავებები ირანში ოპერაციის ფარგლებში კოდური დასახელებით „ობობა-2“ განხორციელდა. ეს ოპერაცია ირანის მოსახლეობის შორის ინსტაგრამის მომხმარებელთა წინააღმდეგ იყო მიმართული. ოპერაციის მიმდინარეობისას სისხლის სამართლის 21 საქმე აღიძრა. ერთ-ერთი მთავარი ბრალდება – ჰიჯაბის გარეშე ფოტოების გამოქვეყნება იყო. დაპატიმრებულთა შორის ინსტაგრამის ადგილობრივი მომხმარებლები და მოდელები – მელიკა ზამანი, ნილუფარ ბეჰბუდი, დონია მოგადამი, დანა ნიკი, შაბნამ მოლავი, ელნაზ გოლროჰი და ჰამიდ ფადაეი აღმოჩნდნენ. ჰამიდ ფადაეი ჰიჯაბს არ უნდა ატარებდეს, თუმცა მისი ფოტოები ზედმეტად გლამურული მიიჩნიეს და ამიტომ დააპატიმრეს. ტეგერანის პლ7იციაში ნაციონალური დრესკოდის დარღვევასთან ბრძოლის დაახლოებით 7000 აგენტი მუშაობს. მოდელებთან ბრძოლა – ეს ადგილობრივი სამართალდამცავების მხოლოდ ერთ-ერთი აქციაა. მაგალითად, 2014 წელს ირანელი გოგონების და ბიჭების ჯგუფი ფარელ უილიამსის სიმღერაზე ცეკვავდნენ. მას შემდეგ, რაც ამ ცეკვის ამსახველი ვიდეორგოლი ინტერნეტში მოხვდა, ყველა, ვინც ამ „ვაკჰანალიაში“ მონაწილეობდა დააპატიმრეს. საზოგადოების და თავად შემსრულებლის – ფარელ უილიამსის მხრიდან უკმაყოფილების მიუხედავად, დაპატიმრებულებს პირობითათ ნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა და 91 დარტყმა მათრახით მიუსაჯეს.

10 8 6 5 4 3 1 (1)

კომენტარები

სხვა სიახლეები