ბრილიანტი Oppenheimer Blue „კრისტის“ აუქციონზე რეკორდულ ფასად – 57,5 მილიონ დოლარად გაიყიდა. ძვირფასი ქვის წონა 14,62 კარატია. „კრისტის“ ინფორმაციით, Oppenheimer Blue აუქციონის ისტორიაში გაყიდულ ქვებს შორის ყველაზე ძვირად ღირებული აღმოჩნდა. წინა რეკორდი ბრილიანტმა Blue Moon of Josephine-მა მოხსნა. ის წინა შემოდგომაზე 48,4 მილიონ დოლარად გაიყიდა.