ვერძი
კარგი დღეა ვარჯიშის დასაწყებად, ნამზეურის მისაღებად. ჩაეწერეთ ცურვაზე, სპორტდარბაზში. მეგობრები აიყოლიეთ და საღამოობით ირბინეთ.
კურო
გადახედეთ რაციონს, გაამდიდრეთ ხილით, ბოსტნეულით, მწვანილეულით. გაიარეთ კონსულტაცია დიეტოლოგთან და დაიწყეთ ვარჯიში.
ტყუპი
შეიძინეთ სპორტული სამოსი, დაიწყეთ ვარჯიში, თუნდაც სწრაფი სიარული და კონტრასტული შხაპი დილა-საღამოს. საღამოს საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი დაუნიშნეთ.
კირჩხიბი
დილიდან შეიქმენით დადებითი განწყობა, შეეხმიანეთ თქვენთვის საყვარელ ადამიანებს. ბავშვებთან ან მეგობრებთან ერთად გაისეირნეთ ქალაქგარეთ.
ლომი
ყურადღების ცენტრში მოგინდებათ ყოფნა. მეტი დრო გაატარეთ მათ გვერდით, ვინც მზრუნველობას არ მოგაკლებთ. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.
ქალწული
ფიტნესის, დიეტის დაწყების დღეა. ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების სია. დაიწყეთ მცირედით და წარმატებას მიაღწევთ.
სასწორი
მოიწყვეთ გურმანიის დღე. გაინებივრეთ საკუთარი თავი დელიკატესებით, დესერტებით. საღამოს საყვარელი ადამიანი რომანტიკულ ვახშამზე დაპატიჟეთ.
მორიელი
მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. სკვერში, ბუნებაში გაერთეთ ბავშვებთან ერთად. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან.
მშვილდოსანი
სპორტის, მოგზაურობის დღეა. კარგია ფეხით სიარული ან ველოსიპედით სეირნობა. აგრეთვე, შინაური ცხოველების მოვლა. აიყოლიეთ მეგობრები და საღამოს გუნდურ თამაშებში ჩაერთეთ.
თხის რქა
კარგია ვარჯიშის, დიეტის დაწყება. აიყვანეთ პირადი ინსტრუქტორი, რომელიც სწორ ვარჯიშებსა და დიეტას შეგიდგენთ. საღამოს ნათესავებს შეეხმიანეთ.
მერწყული
მეტი დრო გაატარეთ საყვარელ ადამიანთან ერთად. გაემგზავრეთ ქალაქგარეთ, ექსკურსიაზე. საღამოს მოაწყვეთ რომანტიკული ვახშამი.
თევზები
დღეს კარგია ცურვა, კონტრასტული შხაპის მიღება. გაისეირნეთ მდინარის, ტბის პირას. მეგობრებთან ერთად მოაწყვეთ პიკნიკი ბუნებაში.