5 რამ, რაც ბავშვს არ უნდა აჩუქოთ

შობა-ახალ წელს ბავშვები უამრავ საჩუქარს იღებენ. ზოგჯერ მშობლები მათი გახარების ნაცვლად საჩუქრებით ზიანს უფრო აყენებენ მათ.
საახალწლო საჩუქრის შერჩევისას სპეციალისტები გირჩევენ, თავი აარიდოთ შემდეგ ვარიანტებს.

პლანშეტი და სმარტფონი
რა თქმა უნდა, ყველაფერი ბავშვის ასაკზეა დამოკიდებული, თუმცა თუ თქვენი შვილი 5-6 წლისაა, ასეთ საჩუქარზე არც იფიქროთ. თუნდაც დღედაღამ მასზე ოცნებობდეს. პედიატრები გახსენებენ, რომ ბავშვი ეზოში თანატოლებთან უნდა დარბოდეს და არა საათობით იჯდეს უძრავად ტელეფონზე მიჯაჭვული. უმოძრაობასა და თვალების თუ ტვინის პრობლემებზე რომ არაფერი ვთქვათ, ამ ტექნიკას საკმაოდ დიდი გამოსხივება აქვს და ალერგიული გამოვლინებებიც აღნიშნულა, განსაკუთრებით მცირე ასაკში
შოკოლადის ფიგურები და სხვა ტკბილეული
დღესასწაულზე ბავშვის ტკბილეულით გახარება კარგია, მაგრამ ამისთვის მთელი კოლოფის ყიდვა არ ღირს. ბავშვს ზომიერების გრძნობა ღალატობს, ამიტომ შეიძლება ვერც შეამჩნიოთ, ისე გადაყლაპოს მთელი კილოგრამი. ამ საქციელს შედეგად ალერგია, მოუნელებლობა და ჩაშლილი დღესასწაული მოჰყვება.

ლეკვი, თუთიყუში, ზაზუნა
ცოცხალი არსება არ შეიძლება საჩუქარი იყოს. ის ხომ ნივთი არაა. თუ შინაური ცხოველის ყოლა გნებავთ, ამას დღესასწაულს ნუ დაუკავშირებთ. ღმერთმა ნუ ქნას და თუ თუთიყუში მოკვდა, ბავშვს ამ დღესასწაულის მიმართ უარყოფითი განცდა დარჩება.

ძალიან ძვირი თოჯინა
ზოგჯერ მშობლები ბავშვისთვის ძალიან ძვირად ღირებულ საჩუქარს არჩევენ. ეს არასწორი მოტივაციაა. თქვენ იმ აზრს შეაჩვევთ, რომ ძვირიანი საჩუქრის გარეშე დღესასწაული არ არსებობს. მითუმეტეს, ნუ მიაჩვევთ საჩუქრის ფასით განსაზღვრას.

ასაფეთქებლები
ამ თემაზე ბევრი ითქვა და ალბათ აღარ ღირს არგუმენტების მოყვანა, თუ რატომ

უნივერსალური საჩუქრის შერჩევა რთულია, ყველა ბავშვს ხომ თავისი სურვილი და გემოვნება აქვს. გახოვდეთ, საჩუქარი მხოლოდ გასართობი კი არ უნდა იყოს, რაიმე მიზანსაც უნდა ემსახურებოდეს – განვითარებას, სწავლას, მის გაკეთილშობილებას და კარგი მოგონებების დატოვებას.

წყარო: http://mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები