ესპანეთის სანაპირო ზოლი კვლავ მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარეს. ამ ინფორმაციას ეკოლოგიური და სამომახმარებლო განათლების ასოციაცია (ADEAC) ავრცელებს. 2016 წელს ესპანეთმა თავისივე რეკორდი მოხსნა: ამ ქვეყნის სანაპირო ზოლმა 586 „ცისფერი დროშა“ მიიღო (2015 წელს მათი რაოდენობა 577 შეადგენდა). ესპანეთი პირველ ადგილს სხვა ქვეყნებს 1987 წლიდან არ უთმობს. გავრცელებული მონაცემებით, მეორე ადგილი თურქეთმა დაიკავა (444 „სანაპირო ზოლის ხარისხის ნიშანი“). შემდეგ მოდიან: საბერძნეთი (430), საფრანგეთი (400) და პორტუგალია (315).