დევიდ ბექჰემი ბევრჯერ ხვდებოდა სხვადასხვა მოდური რეიტინგის სათავეში, თუმცა ხშირად აღნიშნულ რეიტინგებში მონარქები არ ფიგურირებდნენ. Harvey Nichols-ის საუკეთესო სტილის მქონე ბრიტანელების რეიტინგში, რომელიც Daily Mail-მა გამოაქვეყნა, ბექჰემმა სამეფო ოჯახის წევრს, პრინც უილიამს გაუსწრო. გამოკითხვაში თითქმის 2 000 რესპონდენტი მონაწილეობდა. შედეგების თანახმად, რეიტინგის ბექჰემის და უილიამის შემდეგ მესამე ადგილი მოქმედმა ჯეიმს ბონდმა – მსახიობმა დენიელ კრეიგმა დაიკავა, შემდეგ მოდიან – ელისაბედ II-ის მეუღლე, ედინბურგის ჰერცოგი, მსახიობი იდრის ელბა, მსახიობი ბენედიქტე კამბერბეტჩი, „ფორმულა 1“-ის მრბოლელი ლუის ჰემილტონი, პრინცი ჰარი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, დევიდ ქემერონი და მსახიობი ედი რედმეინი. გარდა ამისა, Harvey Nichols-მა ყველაზე ცუდად ჩაცმული ბრიტანელების ანტირეიტინგიც შეადგინა. სიაში პოლიტიკოსი ჯერემი კორბინი, ლონდონის მერი ბორის ჯონსი, ქეთი ფერის ყოფილი მეუღლე – მსახიობი რასელ ბრენდი, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი – დონალდ ტრამპი, Top Gear -ის ყოფილი წამყვანი – ჯერემი კლარკსონი, მომღერალი – სერ ელტონ ჯონი, ტელეწამყვანი საიმონ კოუელი და სხვები მოხვდნენ.