რა ჯარიმა დააკისრეს ახალ ზელანდიაში ქალბატონს, 24 605 დღით დაგვიანებული წიგნისთვის?

ახალ ზელანდიაში მცხოვრებმა ქალმა ბიბლიოთეკიდან გატანილი და 67 წლის განმავლობაში შენახული წიგნის გამო დიდი ოდენობით ჯარიმისგან თავის არიდება მოახერხა, – წერს The Guardian-ი. გავრცელებული ინფორმაციით, ბიბლიოთეკიდან ქალს იმ დროისთვის პოპულარული წიგნი – „ქვეყანა მაორის მითები და ლეგენდები“ ჰქონდა წაღებული.
67 წლის წინ ქალი ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო. წიგნი ქალმა ბიბლიოთეკაში გუშინ მიიტანა და იკითხა, 24 605 დღის დაგვიანებისთვის რამდენი უნდა გადაეხადა.
„მან თქვა, რომ წაიღო წიგნი, როდესაც ჯერ კიდევ ბავშვი იყო და მთელი ამ წლების განმავლობაში მისი დაბრუნება უნდოდა. მომეჩვენა, რომ ცოტათი უხერხულად გრძნობდა თავს, მაგრამ გამიხარდა, როდესაც გავიგე, რომ წიგნი რამდენჯერმე ჰქონდა წაკითხული“, – განაცხადა ბიბლიოთეკის თანამშრომელმა ზოე კორნელიუსმა.
ჯარიმის ოდენობამ დაახლოებით 17 000 დოლარი შეადგინა, მაგრამ ბიბლიოთეკარმა ქალს ვალი აპატია და ეს იმით ახსნა, რომ მან წიგნი ბავშვობის წლებში გაიტანა, ბავშვებს კი ბიბლიოთეკაში ჯარიმებს არ უწერენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები