თითქმის ერთი წელი გავიდა, რაც შონ პენის და შარლიზ ტერონის რომანი დასრულდა. პენის ახალი შეყვარებულის შესახებ ჭორები პრესაში ეგრევე გაჩნდა. მსახიობს ხშირად ხედავენ 35 წლის მინკი კელის საზოგადოებაში. ამბობენ, რომ სწორედ მსახიობი კელი გახდა ტერონის და პენის დაშორების მიზეზი. თავად შეყვარებულებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
მინკი ყოველთვის საუბრობდა შონზე, როგორც მხოლოდ მეგობარზე, თუმცა წყვილის გამოჩენამ ბოლო ღონისძიებაზე განხილვის ტალღა გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ მინკი და პენი საღამოზე ცალ-ცალკე მივიდნენ, ღონისძიებაზე ისინი ერთმანეთის კომპანიაში მხიარულად ატარებდნენ დროს და სიამოვნებით პოზირებდნენ კამერების წინ. თვითმხილველების ინფორმაციით, წყვილმა საღამო ერთად დატოვა.
Prev Post
სხვა სიახლეები