16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
საქმეები არც გაიხსენოთ, დღე დასვენებას, ძალების აღდგენას დაუთმეთ. კარგი დღეა ქალაქგარეთ გასამგზავრებლად. მეგობრული შეხვედრებისთვის.

კურო
დაძაბული კვირის ბოლოს უნდა დაისვენოთ, გამოიძინოთ. გაისეირნეთ ბუნებაში, დაესწარით წვეულებს. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.

ტყუპი
მეგობრები აიყოლიეთ და ქალაქგარეთ გაემგზავრეთ. ან საყვარელ ადამიანთან ერთად სკვერში მაინც გაისეირნეთ. ეცადეთ, არ გასცეთ სხვისი საიდუმლოებები.

კირჩხიბი
დაისვენთ, ახალი საქმეები არ წამოიწყოთ. უარი არ თქვათ მიპატიჟებაზე, დაესწარით კონცერტს, პრეზენტაციას. კარგი დღეა იოგისა და მედიტაციისთვის.

ლომი
ჰობი შეიძლება შემოსავლის წყაროდ გექცეთ. კარგი დღეა კულტურულ ღონისძიებაზე დასასწრებად. არ გაართულოთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან.

ქალწული
გააუმჯობესეთ
ურთიერთობა უცხოელ კოლეგებთან, ზოგიერთს მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება ელის. ზოგს – პრაქტიკული საჩუქარი.

სასწორი
კარგი დღეა კრედიტის გასაფორმებლად. თუ საზღვარგარეთ გამგზავრება გაქვთ გადაწყვეტილი, გაეცანით ტურისტული სააგენტოს პირობებს. საყვარელი ადამიანი სიურპრიზით გაგაოცებთ.

მორიელი
კარგი დღეა ცურვისა და სპა-პროცედურებისთვის. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებს მიღებისას არ აჩქარდეთ. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან.

მშვილდოსანი
მშვიდი დღე გელით. მეტი ყურადღება დაუთმეთ საოჯახო საქმეებს. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. კარგი დღეა საოჯახო ნივთების შესაძენად.

თხის რქა
კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. მეტი დრო გაატარეთ ბავშვებთან ერთად. საღამოს კულტურულ ღონისძიებებს დაესწარით.

მერწყული
მეტად დაისვენეთ, მოაგვარეთ საოჯახო საკითხები. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.

თევზები
შთაბეჭდილებებითა და დადებითი ემოციებით აღსავსე დღე გელით. საყვარელ ადამიანთან ერთად ქალაქგარეთ გაემგზავრეთ, ან მეგობრებთან ერთად – ექსკურსიაზე.

კომენტარები

სხვა სიახლეები