მსახიობ ჯეინ ფონდას 23 წლის განმავლობაში ბულემია აწუხებდა

ცნობილმა მსახიობმა ჯეინ ფონდამ აღიარა, რომ დიდი ხნის მანძილზე ის ბულემიით იყო დაავადებული. კვებითი აშლილობა ლეგენდარულ მამასთან, ჰენრი ფონდასთან რთულმა ურთიერთობებმა გამოიწვია, – წერს უცხოური მედია.

ჯეინი ამბობს: „როდესაც გარდატეხის ასაკში ვიყავი, ჩემს ცხოვრებას განაგებდა მხოლოდ ის აზრი, თუ როგორ გამოვიყურებოდი. მამა ყოველ დედინაცვალს სთხოვდა, დავერწმუნებინე, რომ გავმხდარიყავი და უფრო გრძელი კაბა ჩამეცვა. ერთმა დედინაცვალმა კი მითხრა, რომ ფიზიკურად უნდა შევიცვალო, თუ მინდა, რომ შეყვარებული მყავდეს“.

ჯეინი, რომელიც ისედაც მძიმედ განიცდიდა დედის თვითმკვლელობას, ამ განცდამ ბულემიამდე მიიყვანა. დაავადებას მსახიობი 12-დან 35 წლამდე ებრძოდა. ხანდახან კუჭს დღეში 20-ჯერ სპეციალურად გამოწვეული ღებინებით აცარიელებდა. „მე კვებითი აშლილობა განმივითარდა. შესაძლოა, ასე სულში სიცარიელის შევსებას ვცდილობდი“, – იხსენებს ჯეინი.

კომენტარები

სხვა სიახლეები