სამხრეთ კორეაში შეიქმნა სამედიცინო ორგანიზაცია, რომელიც ქალებს სხვადასხვა სექსუალური კომპლექსისგან გათავისუფლებაში დაეხმარება. ამის შესახებ წერს უცხოური პრესა. ქალთა სექსოლოგიის საზოგადოება – ეს არის ორგანიზაცია, სადაც ქალბატონებს კორეაში მრავალი საუკუნის მანძილზე აკრძალულ თემაზე ნებისმიერი შეკითხვის დასმა შეუძლიათ.
პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ტრადიციული ეთიკური ნორმებისგან გათავისუფლება ისეთი იოლი არ აღმოჩნდა, შედეგად კი ხალხის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. ახლად შექმნილი ორგანიზაციის თავმჯდომარის კო მინ ჰვანის თქმით, მათი ამოცანაა საზოგადოების კომპლექსებისგან გათავისუფლება. პაციენტებს შესთავაზებენ პრობლემების დაძლევის კომპლექსურ მეთოდს, მათ შორის სამედიცინო ჩარევას. კო მინ ჰვანმა ასევე აღნიშნა, რომ ამ თემას დიდი პატივისცემით უნდა შევეხოთ, აღვიქვათ, როგორც ქალის და მამაკაცის საწყისი – ინი და იანი, რომლებსაც ერთმანეთთან თავისუფალი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ.