ელიზაბეტ ბოიარსკაია და მაქსიმ მატვეევი დაშორდნენ (ფოტო)

რუსული კინოს სამაგალითო წყვილი: ელიზაბეტ ბოიარსკაია და მაქსიმ მატვეევი ერთად აღარ ცხოვრობენ. „ლიზა და მაქსიმი რამდენიმე თვის წინ დაშორდნენ“, – ამბობს პეტერბურგის მცირე დრამატული თეატრის ერთ-ერთი თანამშრომელი. ეს გადაწყვეტილება ორმხრივი იყო, ალბათ წლებთან ერთა12966537_1165239356849634_1221533191_nდ სიყვარულიც გაქრა.
წყვილის ნაცნობების განცხადებებით, მაქსიმი ადრეც არაფერს ამბობდა მათ ურთიერთობებზე, ლიზასთან დაშორების შემდეგ კი საერთოდ საკუთარ თავში ჩაიკეტა. პირველ ეტაპზე, წყვილის დაშორების შემდეგ, მაქსიმს რეპეტიციებზე კონცენტრაცია უჭირდა, – ამბობენ კოლეგები.
პირველად  ბოიარსკაიას და მატვეევის დაშორების შესახებ ჭორები ახალ წლამდე გავრცელდა. მაქსიმი არც ლიზას 30 წლის იუბილეზე გამოჩნდა, არც – მისი ფილმის პრემიერაზე. გარდა ამისა, კოლეგების თქმით, ლიზამ საქორწინო ბეჭედი მოიხსნა. პირად ცხოვრებაში პრობლემების მიუხედავად, ლიზა და მაქსიმი განაგრძობენ გადაღებებს ერთობლივ ფილმში – „ანა კარენინა“. წყვილი დაშორების შესახებ ოფიციალური განცხადების გაკეთებას და განქორწინების გაფორმებას არ ჩქარობს.
12980546_1165239353516301_84066446_n                     12966142_1165239340182969_948847203_n

კომენტარები

სხვა სიახლეები