ჰოლივუდის მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი ბენ აფლეკი, ჯენიფერ გარნერთან ერთად, ინგლისში, ახალ სახლში გადავიდა. ცოტა ხნის წინ ყვითელი პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა ის ფაქტი, რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდა. მაგრამ, როგორც ჩანს, ჰოლივუდის ვარსკვლავები შვილებთან ერთად ინგლისში, ახალ სახლში გადავიდნენ. ბენი ახალ ფილმზე – „სამართლიანი ლიგა, ნაწილი პირველი“, – მუშაობს ლონდონში, სადაც სურს, რომ ოჯახი ახლოს ჰყავდეს. ფილმს კინოეკრანებზე მაყურებელი 2017 წელს იხილავს.