მერსი სულხანიშვილი: რა მინდოდა? რა შუაში ვიყავი, როდის მერე გავხდი ჟურნალისტი

მერსი სულხანიშვილი მის მიერ ტოქშოუ „პრიორიტეტში“ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

„ორი დღეა საზოგადოება განიხილავს ჩემს ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში სოციალურ პოლიტიკურ ტოქშოუ „პრიორიტეტში“ მონაწილეობას. რა მინდოდა? რა შუაში ვიყავი, როდის მერე გავხდი ჟურნალისტი და ასე შემდეგ… ზოგიერთისთვის კი აღმოვჩდი არაპროფესიონალი ჟურნალისტი. როგორ ვაკადრე ბატონ დიმიტრი ლორთქიფანიძეს: „უკაცრავად, თქვენ საერთოდ არ ვიცი, ვინ ბრძანდებით“,  – ცხადია, ეს გახლადათ იუმორნარევი რეპლიკა. ჩემთვის მიუღებელია, მორალი წამიკითხოს იმ პიროვნებამ, რომელიც წარმოადგენს „გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას“. ვფიქრობ, შეხსენება არ გჭირდებათ, თუ ვინ არის ამ პოლიტიკური გაერთიანების ლიდერი. ასევე, აღშფოთება მოჰყვა კითხვას: „უკაცრავად, თქვენ შვილები გყაავთ? რით ხართ დაზღვეული, რომ თქვენი შვილი არ აღმოჩნდება განსხვავებული ორიენტაციის?“.

ასევე, რატომ დავაყენე ბატონი ომარ ნიშნიანიძის ისტორიკოსობა ეჭვქვეშ. სიმართლე გითხრათ, მისი პოლიტიკური გამოსვლებიდან, რაშიც ისედაც დარწმუნებული ვიყავი, კიდევ ერთხელ პირდაპირ ეთერში დავრწმუნდი… ჩემო კარგებო, ჩემთვის ჭეშმარიტად განათლებული ადამიანი გახლავთ ის, ვინც ცოდნას რეალურ ცხოვრებაში იყენებს და მოცემულ მომენტში არ იბნევა, მოჰყავს არგუმენტი და შეუძლია პარალელების გავლება. ამ შემთხვევაში, როდესაც ხართ პროფესიით ისტორიკოსი და არა პოლიტიკოსი, ამ თემას საერთოდ არ შეეხოთ, ან ისტორია მოიშველიეთ. ისტორიას არაერთი მსოფლიოს გავლენიანი პოლიტიკური ფიგურა ახსოვს და არა მხოლოდ, რომლებიც სწორედ განსხვავებული ორიენტაციის წარმომადგენლები იყვნენ, მათ შორის: ალექსანდრე მაკედონელი, იულიუს ცეზარი, ნერონი, ნაპოლეონი, ჯორჯ ვაშინგტონი, აბრაამ ლინკოლნი, პეტრე I დიდი, სოკრატე, პლატონი, არისტოტელე, სოფოკლე მოლიერი, ლეონარდო დავინჩი, მიქელანჯელო, სალვადორ დალი, ბერტოლდ ბრეხტი, მიგელ დე სერვანტესი და კიდევ არერთი ცნობილი ადამიანი. მათი რიცხვი გაცილებით დიდია.

ამის შემდეგ თქვენ თავად განსაზღვრეთ. რა უფრო ტრაგედია იყო, უკანასკნელი თუ იყო განსხვავებული ორიენტაციის და გენიოსი? სულ ამის თქმა მინდოდა.

დაბოლოს, დავამატებ და გავიმეორებ იმას, რაც უკვე აღვნიშნე ბატონ ომართან დებატებში. სასაცილოა, როდესაც ქვეყანაში გაცილებით დიდი პრობლემებია, პოლიტიკურად აქტიური წელიწადია, საარჩევნო წელიწადი და მმართველი გუნდი ცდილობს, საზოგადოების ყურადღების გადატანას ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებზე, იხილავს ვინმე ერთი კაცის მიერ წამოჭრილ საკითხს, როდესაც საზოგადოების დიდი ნაწილი სამთავრობო გუნდის უკმაყოფილოა. მაშინ, როდესაც სულ მცირე ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე საზოგადოება ვერ იღებს პასუხს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით“.

„იბერიას“ ეთერში მერსი სულხანიშვილი დაინტერესდა, არის თუ არა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე „ლატენტური გეი“.

კომენტარები

სხვა სიახლეები