სოციალურ ქსელებში მერკელის და ტერორისტის სელფი გავრცელდა (ფოტო)

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტო, რომელზეც გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და მამაკაცია გადაღებული, რომელიც ძალიან ჰგავს ნაჟიმ ლააშრაუის. ეს ერთ-ერთი ტერორისტია, რომელმაც ბრისუელის აეროპორტში თავი აიფეთქა.
როგორც სოციალური ქსელების მომხმარებლები წერენ, ფოტო რამდენიმე წლის წინ არის გადაღებული, როდესაც მერკელმა გერმანიაში ლტოლვილების ბანაკი მოინახულა. ჯერჯერობით რთულია იმის თქმა, არის თუ არა ფოტოზე მართთლაც გადაღებული ტერორისტი, რომელმაც ბრიუსელში აფეთქება მოაწყო.
მედიის ინფორმაციით, ლააშრაუი პარიზის ტერაქტებთანაც არის დაკავშირებული. მასზე 2014 წლიდან საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.
ბრისუელის აეროპროტსა და მეტროპოლიტენში 22 მარტს მომხდარი აფეთქებების შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა და 300-ზე მეტი დაშავდა. ტერაქტზე პასუხიმსგებლობა „ისლამურმა სახელწმიფომ“ აიღო.

12910123_10205650075922817_211248887_n

კომენტარები

სხვა სიახლეები