22 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ნეიტრალური დღეა, არ დაგეგმოთ მნიშვნელოვანი საქმეები. მოაწესრიგეთ ფინანსური საკითხები. აკონტროლეთ ხარჯი. ჩაეწერეთ კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებსა და კურსებზე.

კურო
მოერიდეთ დაპირისპირებას კოლეგებთან და უფროსობასთან; ორაზროვან სიტუაციებს. კონფლიქტის მიზეზი შეიძლება ბანალური შური გახდეს. ამიტომ, ნუ გააზვიადებთ საკუთარ წარმატებებს, საყიდლებს, ურთიერთობებს.

ტყუპი
თქვენი ორგანიზმი გადაღლილია და მზრუნველობას საჭიროებს. მიიღეთ ვიტამინები, დროდადრო დაისვენეთ და მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. კარგია დიეტის დაცვაც.

კირჩხიბი
ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან. მოერიდეთ რჩევების გაცემას. ნუ გამოიჩენთ ზედმეტ ინიციატივას და ნუ იქნებით ზედმეტად ამბიციური.

ლომი
დილა საქმიან შეხვედრებს დაუთმეთ, მაგრამ ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. მოერიდეთ კონფლიქტს ახლობლებთან. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით.

ქალწული
სხვა დღისთვის გადადეთ საქმიანი შეხვედრები, ნუ გამოიჩენთ ინიციატივას. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. საღამო კარგია გულითადი საუბრებისა და ჰობისთვის.

სასწორი
საქმეებისა და მოვალეობების გამო ჯანმრთელობისა და გარეგნობისთვის ვეღარ იცლით. დაიწყეთ ვარჯიში, აიღეთ აუზის აბონემენტი; მიიღეთ ვიტამინები.

მორიელი
მეტი ყურადღება გმართებთ შვილების მიმართ. განსაკუთრებით, თუ ოჯახში პატარა მორიელი გყავთ. საღამო ოჯახურ გარემოში გაატარეთ. გაანებივრეთ ბავშვები სიყვარულითა და მზრუნველობით.

მშვილდოსანი
გადახედეთ საკუთარ რაციონს. გაამდიდრეთ კალიუმით მდიდარი პროდუქტებით, დაიწყეთ ვარჯიში სუფთა ჰაერზე. შედეგად გაგიუმჯობესდებათ სახის ფერი, გამოგისწორდებათ ძილის რეჟიმი და წონაშიც დაიკლებთ.

თხის რქა
ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას კოლეგებთან, მოერიდეთ მათთან დაპირისპირებას. აკონტროლეთ გარშემო მყოფები, ნურავის ენდობით. ადამიანი, რომელიც პატიოსანი გეგონათ, შეიძლება გაიძვერა გამოდგეს.

მერწყული
გაიუმჯობესეთ ჯანმრთელობა, დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან. იყავით მაქსიმალურად კეთილმოსურნე და ისწავლეთ კომპრომისზე წასვლა.

თევზები
არ დაგეგმოთ მნიშვნელოვანი საქმეები არც სამსახურში, არც სახლში. გამონახეთ დრო შემოქმედებითი საქმიანობისთვის. საღამო კითხვას, მუსიკის მოსმენას დაუთმეთ.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები