ყაზანში სპეციალურად მამაკაცებისთვის სილამაზის სალონი გაიხსნა. სალონი განსხვავებულია იმით, რომ აქ მომუშავე სტილისტები, თუ მანიკურის სპეციალისტები კლიენტებს თითქმის შიშვლები ემსახურებიან, – ინფორმაციას ამის შესახებ ProKazan.ru ავრცელებს.
როგორც კი კლიენტი სავარძელში მოთავსდება, მისთვის პირდაპირ სალონში ერთგვარი შოუ იდგმება. კულისებიდან გამოდის თითქმის შიშველი ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ადგილზე მისულ მამაკაცს თმას ჭრის. კლიენტს უფლება აქვს, აირჩიოს კოსტიუმი და ამ კოსტიუმში გამოწყობილი გოგონაც მოემსახურება მას. მას შეუძლია ორი სტილისტის მომსახურებაც მოითხოვოს. ამ სალონში გოგონებს თმის შეჭრის და დავარცხნის გარდა მანიკურისა და სარელაქსაციო მასაჟის გაკეთებაც შეუძლიათ.
„არ ღირს შიში და ღელვა იმაზე, თუ კლიენტი გოგონების დაკვირვება-დათვალიერებას დაიწყებს. თუმცა ისე არ უნდა ატრიალოს თავი, რომ მას გოგონებმა შეჭრისას რამე დაუზიანონ ან ცუდად შეჭრან. ყველა ჩვენი სტილისტი გამოცდილი პროფესიონალია“,- აცხადებს ჟურნალისტთან საუბრისას სალონის მეპატრონე ოლია ხუსნუტდინოვა. აღსანიშნავია, რომ სალონში მხოლოდ 18 წელს ზემოთ მყოფი მამაკაცები დაიშვებიან.