6 მიზეზი, რაც ლიბიდოს კლავს – რატომ ქრება მიზიდულობა წყვილებს შორის

ლიბიდოს არქონა სულაც არ არის ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებული. ხშირად თუ გაიგონებთ პარტნიორისგან ფრაზას: „თავი მტკივა“, „დღეს არა“ – იცოდეთ, ეს უკვე საგანგაშო სიგნალებია. ხდება, რომ წყვილი ისევ განიცდის ერთმანეთის მიმართ თბილ გრძნობებს, სითბოს, მაგრამ მათ აღარ უნდათ ერთმანეთთან სექსი. არის რამდენიმე პუნქტი, რომელიც თქვენს სექსუალურ ცხოვრებაზე უარყოფითად მოქმედებს.

1. სტრესი
ყოველი სტრესული სიტუაცია ამცირებს ტესტოსტერონის გამოყოფას – ჰორმონისას, რომელიც ასე მოქმედებს ჩვენს ლიბიდოზე. სტრესი სისხლში ადრენალინს ამცირებს, რაც შემდგომ უკვე როგორც მორალურად, ისე ფიზიკურად ჩვენზე უარყოფითად მოქმედებს და მუდმივად დაღლილობის განცდას იწვევს. ასეთ დროს, როდესაც საუბარია ლოგინზე, ერთადერთი, რაც გახსენდებათ, ეს ძილია.

2. გამოუძინებლობა
გამოუძინებლობა უარყოფითად აისახება სექსუალურ მოთხოვნილებაზე და ასეთ დროს ადამიანს სექსი უბრალოდ არ უნდა.

3. ღამით გვიან ჭამა
თუ ღამით დაწოლის წინ გემრიელად მიირთვით, ორგანიზმის მთელი ძალები მობილიზებას ახდენს საკვების გადამუშავებაზე და არა იმაზე, რომ სექსით მიიღოთ სიამოვნება. შეეცადეთ საღამოს 8 საათამდე ივახშმოთ და ღამით ორგანიზმი მძიმე საკვებით არ დატვირთოთ. სამაგიეროდ, თქვენ ბევრად მეტი ძალები დაგრჩებათ ღამე საოცარი სექსისთვის.

4. ალკოჰოლი
ალკოჰოლი, შეიძლება ითქვას, დამღუპველად მოქმედებს თქვენს ლიბიდოზე. ის ქალის კლიტორის მგრძნობელობას, ხოლო მამაკაცებში ერექციის დონეს ამცირებს. ალკოჰოლი მოქმედებს ორგაზმის ხარისხზეც და აქვეითებს მას.

5. ჩასახვის საწინააღმდეგო აბები
ჩასახვის საწინააღმდეგო აბები ქალის ჰორმონალურ ფონს ცვლის და ესტროგენების და ტესტოსტერონის გამოყოფას ხელს უშლის. მას ახლავს ხოლმე ტკივილი სექსის დროს და ორგაზმის მიღწევის სირთულე.

6. დაბალი თვითშეფასება
იმისთვის, რომ ბოლომდე მოდუნდეთ და საწოლში თავი თავდაჯერებულად იგრძნოთ, საჭიროა, შეიყვაროთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი გონება სექსის დროსაც კი თქვენი სხეულის ნაკლზე იქნება ჩაციკლული და თავად ამ პროცესის, სექსის მიმართ ინტერესს დაკარგავთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები