აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი ნენსი რეიგანი გარდაიცვალა

ამერ12825321_1147188455325997_130511454_nიკის შეერთებულ შტატებში ყოფილი პირველი ლედი რონალდ რეიგანის 94 წლის მეუღლე, ნენსი რეიგანი გარდაიცვალა.
ნენსი რეიგანი მსახიობი იყო, მაგრამ ჯერ კიდევ ახალგაზრდამ დატოვა პროფესია და თავი მთლიანად მეუღლის კარიერას მიუძღვნა. ნენსის იცნობდნენ, როგორც თანამედროვე მოდის დიდ დამფასებელსა და ნარკოდამოკიდებულების წინააღმდეგ კამპანიის აქტიურ მონაწილეს, ასევე საბჭოთა კავშირთან ახალი ურთიერთობის ჩამოყალიბების მომხრეს. 80-იანი წლების ამერიკაში ყველამ იცოდა, რამდენად დიდი გავლენა ჰქონდა პირველ ქალბატონს ამერიკის პრეზიდენტზე. თეთრი სახლის ყველაზე გავლენიანი დიასახლისი ათწლ1616781_1147188595325983_120645975_nეულების მანძილზე თავდადებით უვლიდა ალცჰეიმერით დაავადებულ მეუღლეს. 2000-იანი წლების მსოფლიომ კი ნახა, როგორ იცავდა იგი მეუღლის პოლიტიკურ მემკვიდრეობასა და იდეებს.
„ჩემი ცხოვრება დაიწყო, როდესაც ჩემს ქმარზე დავქორწინდი“< – ბევრჯერ უთქვამს მას. მეოცე საუკუნის 80-იან წლებში ამერიკის შეერთებული შტატების მე-40 პრეზიდენტი ყოფილი ფეხბურთელი, მაშველი, რადიოწამყვანი, მსახიობი და კალიფორნიის გუბერნატორი რონალდ რეიგანი გახდა. ანტიკომუნისტი და ამერიკის ლიდერობაში დარწმუნებული თეთრ სახლში 69 წლის ასაკში შევიდა. ის გახდა ყველაზე უფროსი და ყველაზე წარმატებული პრეზიდენტი, რომელმაც ამერიკას სამყაროს ერთადერთ სუპერსახელმწიფოდ აქცია. პრეზიდენტმა მისი პირადი რწმენის, პიროვნების თავისუფლების პოლიტიკით ამერიკელების მორალური სულისკვეთება აამაღლა, უხუცესი პრეზიდენტი თეთრ სახლს 77 წლის ასაკში დაემშვიდობა.

კომენტარები

სხვა სიახლეები