პირველი მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მოულოდნელი და სასიხარულო ამბების დღეა. მთელ დღეს მხიარულ განწყობაზე გაატარებთ. საღამოს ოჯახის წევრებისთვის შინაურული წვეულება მოაწყვეთ.

კურო
განწყობაც გაგიუმჯობესდებათ და დამოკიდებულებაც გარშემო მყოფებთან. წარმატებას მოგიტანთ შრომისმოყვარეობა და ენთუზიაზმი.

ტყუპი
დაგროვილ საკითხებს ადვილად გაართმევთ თავს და საკუთარ სიძლიერეშიც დარწმუნდებით. კარგი დღეა კაპიტალდაბანდებისთვის, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება და ხელშეკრულებების გაფორმება.

კირჩხიბი
პროფესიონალურ საქმიანობაში წარმატებას მიაღწევთ. აღიარება და შექება გელით. გამონახეთ დრო შემოქმედებითი საქმიანობისთვის. მუსიკის მოსმენაც კი განწყობას გაგიუმჯობესებთ.

ლომი
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა; დამოკიდებულება საწინააღმდეგო სქესის წარმომადგებლებთან. კარგი დღეა ბიზნესის გასაფართოებლად. დაოჯახებულებმა საღამო ოჯახში, შვილებთან  ერთად გაატარეთ.

ქალწული
სასიხარულო მოვლენებით დატვირთული დღე გელით. დადებითი სიახლეებია მოსალოდნელი სამსახურის საქმეებშიც და პირად ცხოვრებაშიც. საღამო საყიდლებსა და დასვენებას დაუთმეთ.

სასწორი
კარგი დღეა მნიშვნელოვანი და საბოლოო გადაწყვეტილებების მისაღებად; დაწყებული საქმეების დასასრულებლად.; ბიზნესის გასაფართოებლად.

მორიელი
გაგიუმჯობესდებათ განწყობა, მომავალს იმედის თვალით შეხედავთ. გამონახეთ დრო საოჯახო საქმეებისთვის. საღამოს მხიარულ წვეულებას დაესწარით.

მშვილდოსანი
მატერიალური მდგომარეობა მეგობრების დახმარებით გაგიუმჯობესდებათ. კარგი დღეა ახალი ბიზნესპარტნიორებისა და სპონსორების მოსაზიდად. საღამო შვილებთან ერთად გაატარეთ.

თხის რქა
დაგროვილ საქმეებს კოლეგების დახმარებით გაუმკლავდებით. კარგი დღეა აქტიური დასვენებისა და ვარჯიშისთვის, სპორტში წარმატების მისაღწევად.

მერწყული
მოაგვარეთ ფინანსური და იურიდიული საკითხები. დღეს მომხდარი მოვლენები სტიმულით აგავსებთ და კიდევ უფრო გაგააქტიურებთ. კარგი დღეა კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გასაფორმებლად.

თევზები
დილიდან ჩამოწერეთ შესასრულებები საქმეების სია. დაკვირვებულად იმოქმედეთ, რათა არაფერი გამოგეპაროთ. მოსალოდნელია ხანმოკლე მგზავრობა. გამოგიჩნდებათ შემოსავლის დამატებითი წყარო.

კომენტარები

სხვა სიახლეები