სელინ დიონის პირველი გამოსვლა სცენაზე ქმრის გარდაცვალების შემდეგ

პოპულარული კანადელი მომღერალი სელინ დიონი მეუღლის, 73 წლის რენე ანჯელინის გარდაცვალების შემდეგ, მაყურებლის წინაშე სცენაზე პირველად წარდგა. სელინ დიონმა სოლო კონცერტი მეუღლის ხსოვნას მიუძღვნა და მაყურებელს ემოციები გაუზიარა. მანვე საღამოს მსვლელობისას დამსწრე საზოგადოებას მათი ცხოვრების აქამდე უცნობი კადრები აჩვენა.
„მთელი ცხოვრება ყველაფერს ჩემი ქმრისთვის ვცდილობდი. ის ყოველთვის ამ დარბაზში იჯდა. ხალხი ფიქრობდა, რომ სცენიდან ყოველთვის მას ვუყურებდი, მაგრამ ეს ასე არ იყო. მე არ ვსაჭიროებდი ამას, რადგან ყოველთვის, როცა თვალს ვხუჭავდი, ვგრძნობდი, რომ რენე აქ,  ჩემთან იყო. ჩემთვის არ იყო მნიშვნელოვანი, სად იჯდა ის იმ წუთას – ამ დარბაზის თავის საყვარელ აივანზე თუ სახლში, ბავშვებთან.ის სცენაზე ყოველთვის ჩემთან ერთად იყო და ასე იქნება მუდამ“, – განაცხადა სელინ დიონმა.

5c9ee157cb44e3af225c15019be96b9e_seline24022016_08 7065d6b35c1eee5faeb7c09781188cf0_seline24022016_14 71780292

კომენტარები

სხვა სიახლეები