სინდი კროუფორდი დღეს 50 წლის გახდა (ფოტოკოლაჟი)

ამერიკელი მოდელი სინდი კროუფორდი 1966 წლის 20 თებერვალს დექალბში, ილინოისის შტატში, ჯონ კროუფორდისა და ჯენიფერ სიუს ოჯახში დაიბადა. მოდელის მამა ელექტრიკოსი, დედა კი მედდა იყო. სინდის გამორჩეული ნიშანი ზ10621066_1135273483184161_668801099_nედა ტუჩთან ხალია, რომლის წყალობითაც ის არაერთ სარეკლამო რგოლში გადაიღეს, დაწყებული შოკოლადის სარეკლამო კამპანიიდან, დასრულებული მოდური კოსმეტიკით. თუმცა კარიერის დასაწყისში, უამრავი ჟურნალის გარეკანიდან მისი ხალი გამქრალია;
სინდი სრულიად შემთხვევით გაზეთის ფოტოგრაფმა აღმოაჩინა, მაშინ, როდესაც 16 წლის გოგონა საზაფხულო სამუშაოზე ბატი-ბუტს ყიდდა და სურათი გადაუღო. ერთი ფოტო ს12325420_1135273616517481_1920321375_nაკმარისი აღმოჩნდა, რომ სინდის სამოდელო სააგენტოდან შემოთავაზება მიეღო. მან ჯონ კასაბლანკას ”წლის სახის” კონკურსში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა კიდეც.
სინდიმ დექალბის საშუალო სკოლა დაამთავრა, შემდეგ კი დასავლეთის უნივერსიტეტში სამედიცინო ინჟინერიას გადიოდა, თუმცა, მხოლოდ ერთი მეოთხედი ისწავლა. მან უნივერსიტეტი მოდელობის გამო მიატოვა. თავდაპირველად ფოტოგრაფ ვიქტორ სტრებნესკისთან თანამშრომლობდა ჩიკაგოში, 1986 წელს მანჰეტენზე გადავიდა. 1989 წლიდან 1995 წლამდე სინდის MTV-ზე გადაცემა ”სახლის სტილი” მიჰყავდა. 90-იანების შუა წლებში სინდი პეპსისა და პეპსის შუფუთვის რეკლამებში გადაიღეს. 1995 წელს კი მან პირველად შეასრულა ფილმში როლი, თანაც მთავარი; ფილმის სახელწოდებაა „პატიოსანი თამაში“, სადაც მშვენიერ მოდელს პარტნიორობას მსახიობი უილიამ ბოლდუინი უწევს. მოდელის შესრულების მანერა კრიტიკოსებს არ მოეწონათ, ამიტომ12736402_1135273823184127_1325355283_nაც ფილმმა მკაცრი გაკიცხვა დაიმსახურა და გაქირავებებშიც ჩავარდა.
ფილმის გადაღებაზე დახარჯული 50 მილიონი დოლარიდან კი მხოლოდ 10 მილიონის ამოგება იქნა შესაძლებელი. მას მერე სინდიმ არაერთი მეორეხარისხოვანო როლი განასახიერა, თუმცა, კრიტიკოსებს თავი ვერ მოაწონა და არც მოგებისმომტანი ფილმები გამოდგა. ყველაზე წარმატებული მისთვის ვიდეოზე გადაღებული ვარჯიშები აღმოჩნდა, რაც მილიონობით ეგზემპლარი გაიყიდა მთელ მსოფლიოში. სინდის სიმაღლე 177 სმ-ია, მას ყავისფერი თვალები და წაბლისფერი თმა აქვს. მისი პარამეტრებია: 86-66-89.
1980-1990 წლებში სინდი ყველაზე პოპულარულ სუპერმოდელთა სიაში შედიოდა, ის არაერთი ჟურნალის გარეკანზე ჩნდებოდა, იყო პოდიუმების ხშირი დედოფალი და მოდური კომპანიების სახე. 19812746542_1135274509850725_676067814_n9-2000 წლებში სინდი რევლონის სახეა. ის პირველი სუპერმოდელია, რომელმაც ჟურნალ „ფლეიბოისთვის“ გაიხადა ფოტოგრაფ ჰერბ რიცთან მუშაობისას. სინდი კროუფორდი მსოფლიოში თითქმის 600 ჟურნალის გარეკანს ამშვენებს, მათ შორის, ისეთებს, როგორიცაა: Vogue, W, People, Harper’s Bazaar, ELLE, Cosmopolitan და Allure.
სინდი რამდენიმე მოდური სახლის სახეც იყო, მაგალითად : Gianne Versace, Escada და სხვა. ცნობილმა დიზაინაერმა კარლ ლაგერფილდმა მასზე12767688_1135273743184135_2066168301_n თქვა: ”მასში თავმოყრილია კლასიკური სილამაზე და ყოველი ამერიკელი მამაკაცის ოცნებაო”. მას თავის დროზე მეტსახელიც ჰქონდა; როდესაც სამოდელო ბიზნესში შეაბიჯა, მოდელ ჯია მარი კარანჯისთან მსგავსების გამო, ”პატარა ჯიას” ეძახდნენ.
სინდი 1991 წელს მსახიობ რიჩარდ გირს გაჰყვა ცოლად, მათ ერთად 1995 წლამდე იცხოვრეს. 1998 წლის 29 მაისს სინდი რენდი გერბერზე გათხოვდა, ვისთანაც ორი შვილი შეეძინა. პირველი — პრესლი უოლქერი 1999 წლის 2 ივლისს და მეორე — ქაია ჯორდანი 2001 წლის 3 სექტემბერს. სინდი კროუფორდი ამჟამად კალიფორნიაში, მალიბუში ცხოვრობს. სინდის ძმა ადრეულ ასაკში ლეიკემიით გარდაეცვალა, ამიტომ მოდელი ბოლო წლებში სპეციალურ ცენტრს უდგას სათავეში, რომელიც ბავშვებში ლეიკემიის გამოვლენა-მკურნალობით არის დაკავებული.
12746079_1135273833184126_1804250020_n 12746484_1135273846517458_1728242356_n 12769587_1135273486517494_2010476818_n 12325420_1135273616517481_1920321375_n 12746399_1135273503184159_1140842484_n 12735937_1135273843184125_1720660758_n 12721916_1135273586517484_892592783_n 12077219_1135274499850726_140714546_n

კომენტარები

სხვა სიახლეები