20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
შანსი გეძლევათ გაიუმჯობესოთ ცხოვრების სხვადასხვა სფერო. წარმატებას მიაღწიოთ საზოგადოებაში. მოსალოდნელია ახალი რომანის დაწყება.

კურო
კარგი დღეა წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად. აღადგინეთ გაწყვეტილი კავშირები. მოაწესრიგეთ ფინანსური და საქმიანი სფეროები. ვალებს გაისტუმრებთ და სასურველ ნივთებს შეიძენთ.

ტყუპი
სურვილებისა და ჩანაფიქრების ასრულების დღეა. დღეს შეხვდებით ადამიანს, რომელიც გავლენას იქონიებს თქვენს პირად და სამსახურებრივ ცხოვრებაზე. საოჯახო ვალდებულებები ოჯახის წევრებს გადაუნაწილეთ.

კირჩხიბი
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა, მოსალოდნელია პოზიტიური ცვლილებები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. მოულოდნელი მგზავრობა სასიამოვნო განწყობას შეიქმნით.

ლომი
მოთმინებით აღიჭურვეთ; მოთოკეთ ემოციები. მოსალოდნელია სასიამოვნო სიახლეები. გაგიუმჯობესდებათ  დამოკიდებულება საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან.

ქალწული
ახალ წამოწყებებში წარმატება გელით. გამონახეთ დრო შემოქმედებითი საქმიანობისა და ჰობისთვის. კარგი დღეა ჩანაფიქრების განსახორციელებლად.

სასწორი
დილიდან საქმეებში იქნებით ჩართული და დასვენებას მხოლოდ დღის მეორე ნახევარში შეძლებთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან და საყვარელ ადამიანთან. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით.

მორიელი
სასიხარულო ამბებით და მოვლენებით დატვირთული დღე გელით. გაგიმართლებთ ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. საყვარელი საქმიანობა სიამოვნებას მოგანიჭებთ. გააუმჯობესეთ მეგობრული და რომანტიკული ურთიერთობები.

მშვილდოსანი
დილა საოჯახო საქმეებს დაუთმეთ, საღამო – მეგობრებთან ურთიერთობას. კარგი დღეა ცოდნისა და გამოცდილების მისაღებად. ზოგიერთს მეგობრებთან ერთად სამოგზაუროდ გამგზავრება ელის.

თხის რქა
მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეებსა და ოჯახის წევრებს. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან. საღამოს მხიარული წვეულება მოაწყვეთ.

მერწყული
მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით. თქვენს ცხოვრებაში საინტერესო ადამიანი გამოჩნდება. კარგი დღეა ფიზიკური აქტიურობისა და სპორტისთვის.

თევზები
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. საყვარელი ადამიანისგან საჩუქრები და სიურპრიზები გელით. საღამოს ან ახლობლებს ესტუმრეთ, ან შინ მოიპატიჟეთ ისინი.

კომენტარები

სხვა სიახლეები