გვინეტ პელტროუ მეორედ გათხოვებას აპირებს. მსახიობს სერიალ „ამერიკული საშინელებათა ისტორიის“ პროდიუსერთან, ბრედ ფალჩუკთან რომანი აქვს, თუმცა, როგორც ჩანს, რომანი უფრო სერიოზულ ეტაპზე გადავიდა და წყვილი დაქორწინებას გეგმავს.
როგორც მსახიობისა და პროდიუსერის მეგობრები ამბობენ, ქორწილამდე ისინი მოკრძალებულ ნიშნობას გეგმავენ.
უცხოური მედია იუწყება, რომ ბრედს გვინეტის შვილებთან მშვენიერი ურთიერთობა აქვს და მსახიობი მასთან ძალიან ბედნიერია. ეს ქორწინება მსახიობისთვის მეორე იქნება. მისი პირველი ქმარი მუსიკალური ჯგუფის Coldplay-ის მუსიკოსი კრის მარტინი იყო. განქორწინების შემდეგ პელტროუ დეპრესიაში ჩავარდა და ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად თვეები დასჭირდა, რის გამოც ვარაუდობდნენ, რომ გვინეტ პელტროუ დიდხანს ვერ შეძლებდა ახალი ცხოვრების დაწყებას. მედიაში საუბრობენ იმაზეც, რომ სიმაღლეში წყვილს შორის მკვეთრი განსხვავებაა, გვინეტ პელტროუ რჩეულზე ერთი თავით მაღალია.
სხვა სიახლეები