რუსეთის კათალიკოს-პატრიარქი კირილე რომის პაპთან შეხვედრის შემდეგ ანტარქტიდაში ჩავიდა. პატრიარქი რუსულ სადგურ „ბელინსგაუზენს“ ეწვია. ასევე ის პინგვინების ბინადრობის ადგილებში იმყოფებოდა. სწორედ პინგვინებთან შეხვედრის ფოტო და ვიდეომასალა გახდა რუსული მედიის განხილვის თემა. „მოინანიეთ, პინგვინებო!“, „კირილე და პინგვინები“ – ამ სათაურის სტატიებით ეხმაურება რუსული მედია პატრიარქის ვიზიტს ანტარქტიდაში.
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=5Tfk5ngAC8o[/youtube]