17 თებერვალს ჯორდანო ბრუნო კოცონზე დაწვეს

იტალიელი ასტრონომი, ასტროლოგი, ფილოსოფოსი და პოეტი, დომინიკელთა ორდენის წევრი, პანთეიზმის წარმომადგენელი ჯორდანო ბრუნო 1600 წლის 17 თებერვალს, რომში კოცონზე დაწვეს.

ჯორდანო ბრუნო 1548 წელს ნეაპოლის მახლობლად დაიბადა. 1592 წელს კათოლიკური ეკლესიის მსახურებმა მას ბრალად დასდეს ერეტიკოსობა და თავისუფალი აზროვნება. 8 წლის განმავლობაში ჯორდანო ბრუნო ციხეში იმყოფებოდა, ხოლო 1600 წლის 17 თებერვალს იგი კოცონზე დაწვეს.

ბრუნომ თავისი ფილოსოფიური შეხედულებები ჩამოაყალიბა შრომებში: „მიზეზის, საწყისისა და ერთიანის შესახებ“, 1584 წელი; „მონადის, რიცხვისა და ფიგურის შესახებ“, 1591 წელი; „განუზომლისა და ურიცხვის შესახებ“, 1591 წელი;

ბრუნოს აზრით, სამყარო უსასრულოა, იგი ერთგვაროვანი (ერთი და იმავე ელემენტებისაგან – ჰაერის, ცეცხლის, მიწის, წყლისა და ეთერისაგან შემდგარი) და ერთი საწყისიდან – მონადიდან წარმომდგარი სისტემაა, რომელსაც ახალ-ახალი ფორმების წარმოქმნის უნარი აქვს.

კომენტარები

სხვა სიახლეები