რიანამ ლეონარდო დიკაპრიოსთან რომანი განაახლა

27 წლის ცნობილი პოპშემსრულებელი და „გრემის“ პრემიის მფლობელი რიანა, პაპარაცებმა ნიუ-იორკის ღამის ერთ-ერთ კლუბში ყოფილ შეყვარებულთან – 41 წლის ლეონარდო დიკაპრიოსთან ერთად შენიშნეს.

უცხოური ყვითელი მედიის ცნობით, წყვილმა რომანი განაახლა. ჟურნალისტების ინფორმაციით, ისინი კლუბში ერთმანეთს ვნებიანად კოცნიდნენ, თუმცა მედიის ინფორმაციითვე, ფოტო ვერ გამოქვეყნდა, რადგან ფოტოგრაფებს მომღერლის ადვოკატი დაუკავშირდა და მათ ფოტოების გამოქვეყნება აუკრძალა. როგორც აღმოჩნდა, მსახიობი ფრთხილობს, რომ პირადმა ცხოვრებამ რაიმე უარყოფითი გავლენა არ მოახდინოს „ოსკარის“ ცერემონიალზე და ამით მისი მიღების შანსი არ შემცირდეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები