ზღვის ლომი, რომელიც გზააბნეული დადიოდა, სანაპიროზე მდებარე რესტორანში შევიდა და მაგიდასთან მოკალათდა. ინციდენტი სან-დიეგოში მოხდა.
“ვიპოვეთ პატარა არსება რესტორან “Marine Room“-ის მთავარ დარბაზში, თუმცა ის ადრიანად გვესტუმრა საუზმის შესაკვეთად, რადგან დაწესებულება ჯერ ისევ დაკეტილი იყო”, – წერს რესტორნის მთავარი მზარეული ბერნადრ გუილიასი, რომელმაც ზღვის ლომს ფოტო გადაუღო და ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განათავსა.
პატარა ცხოველი დაკვირვებით ათვალიერებდა რესტორანს და ფანჯრიდან ზღვის ხედით ტკბებოდა იმ დრომდე, სანამ მაშველები მივიდოდნენ მის წასაყვანად.
ზღვის ლომი გადაიყვანეს სან დიეგოს ზღვის ცხოველთა თავშესაფარში, სადაც დაადგინეს, რომ ის იყო მდედრი, დაახლოებით 8 თვის. პატარა არსება შიმშილისგან ძალიან გამოფიტული და დაძულურებული იყო.
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ცხოველი გამოჯანმრთელდება და რამდენიმე დღის შემდეგ მას ისევ დააბრუნებენ ბუნერივ არეალში.
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=8iHt3yHdHPI&feature=youtu.be[/youtube]