პირველი პაემნის წესები – ქეით მიდლტონის მეთოდები და რჩევები გოგონებს

ქეით მიდლტონი გოგონებს მამაკაცებთან ურთიერთობის შესახებ რჩევებს აძლევს.

წესი № 1. არ დაპატიჟო
ის მამაკაცი პირველი პაემნის შემდეგ, თავად უნდა დაგიკავშირდეს. თუ შენ შეეცდები ხელოვნურად ურთიერთობების სტიმულირებას და მისწერ მას: „გამარჯობა, როგორ ხარ?“ „რაღაც დიდი ხანია არ გამოჩენილხარ“, „ხომ არ წავიდეთ სადმე?“, იცოდე, რომ ეს უხერხული სიტუაცია შენს სასარგებლოდ არ იმუშავებს. თუ საუბრისას აღნიშნა, რომ დაინტერესებულია რომელიმე ფილმით და შენ წახვალ და ამ ფილმის ბილეთებს იყიდი, ესეც ვერ აისახება დადებითად, მაქსიმუმ მცირე ხნით გაახანგრძლივო ასეთი ქმედებით დაშორება. რატომ? იმიტომ, რომ თუკი ის არ გწერს, არ გირეკავს, ეს ურთიერთობა მისთვის უკვე დასრულდა. შესაძლოა, უკვე შეხვდა სხვა გოგოს, ვინც მას მართლა მოსწონს და ვისაც პირველმა მისწერა. ამიტომ, მოგწონს თუ არა, შენ უნდა დაიცადო, სანამ მამაკაცი თავად არ გამოიჩენს ყურადღებას, არ დარეკავს, ან არ მოგწერს.
მისწერო პირველმა, ეს ნიშნავს, რომ შენ იჩენ ინიციატივას ურთიერთობებში. თუკი შენ გჭირდება, მოიგონო მიზეზები, რომ ბიჭი „აიძულოთ“, შენთან ერთად გაატაროს დრო, ასეთი კავშირი განწირულია. მამაკაცს სჭირდება ქალი, რომელიც მუდამ ძალიან დაკავებულია, რომ ის სადმე დაპატიჟოს.

წესი № 2. არ იჩქარო
ურთიერთობის ტემპი უნდა განსაზღვრო შენ. ამიტომაც თუ ახალმა ნაცნობმა შენ პირველი მესიჯი გამოგიგზავნა, იმ წუთასვე ნუ უპასუხებ. უპასუხე მას 4- 24 საათის ჩათვლით შუალედში. რა სისულელეა, იტყვის ბევრი. ეს ხომ უხეშობაა. სულაც არა. თუკი 20-25 წლამდე ხარ, ან მუშაობ ან სწავლობ. კიდევ დადიხარ იოგაზე ფიტნესკლუბში, ერთობი მეგობრებთან… უამრავი საქმე გაქვს და ტელეფონში არ ცხოვრობ. ამიტომაც თუ სმს დღის პირველ ნახევარში მოგივა, დაამთავრე დღის საქმეები და მხოლოდ მაშინ უპასუხე მას. თუ შუადღისას მოგწერა, უპასუხე მას საღამოს. ხოლო თუ მესიჯი საღამოს მოგივიდა, უპასუხე მას მეორე დღეს. საღამოები ხომ შენ „ბევრად საინტერესო რამეებით“ გაქვს დატვირთული და სმარტფონის ეკრანის სამზერლად არ გცალია. დაიმახსოვრე, რაც უფრო დიდი ხარ, მით უფრო „საქმიანი და დაკავებული“ ხარ. თუ 30 წლის მაინც ხარ, მესიჯს არ უპასუხო 12 საათი მაინც. დასვენების დღეებში კი არავითარი მესიჯები და „ჩატები“. ეს სასიკვდილო ზონაა, შენ ამ დროს ყოველთვის დაკავებული ხარ. დაე, იფიქროს მამაკაცმა, რას აკეთებ და რითი ხარ იმ დროს დაკავებული.

წესი № 3. გაიქეცი პირველი
მხედველობის არედან ყოველთვის პირველი უნდა გაქრე. რატომ? იმისთვის, რომ ვერ მოასწრო, ბიჭს მეტისმეტად ბევრი მოუყვე შენზე. ფეისბუქით ან მესიჯებით საუბრისას 10-15 წუთის მერე „გაქრი“, რომ მამაკაცი იძულებული გახდეს, ხანგრძლივი საუბრებისთვის პაემანზე დაგპატიჟოს. თუ იმაზე ღელავ, რომ ვინმე უტაქტოდ ან უხეშად ჩაგთვლის, გახსოვდეს, რომ მამაკაცს არასდროს აქვს პრობლემა, საუბარი დროზე ადრე დაამთავროს.
გოგონები თავის თავს არწმუნებენ, რომ თუ საუბარს სწრაფად დაასრულებენ, მათ შეიძლება ამით ის ბიჭი დაკარგონ. გოგონები შიშობენ, რომ ბიჭები ამ გზით მის მიმართ ინტერესს დაკარგავენ. დამერწმუნეთ, ის დაბრუნდება. თუკი მას მოეწონა თქვენი გარეგნობა, პირველად გამოიჩინა ინიციატივა, ის შეეცდება, ურთიერთობა განაახლოს. თუკი მან თქვენთან მიმოწერა შეწყვიტა, ესე იგი არცთუ სერიოზულად მოსწონდით.

კომენტარები

სხვა სიახლეები