გია გაჩეჩილაძემ გადაცემა “2030”-ში ტელეკომპანია “მაესტროში” მიმდინარე მოვლენები განიხილა. მისი თქმით, აუცილებელია გამოაშკარავდეს ყველა ის მეშანტაჟე, ვინც ამ პროცესებშია ჩართული. ამავე გადაცემაში გაჩეჩილაძემ ჟურნალისტიც გააკრიტიკა.
“ახლა მირეკავს ჟურნალისტი და ვეუბნები, ხომ გავაკეთე ამაზე განცხადება, მეტი რაღა უნდა ვთქვა-მეთქი?! არა, მაინც აგრძელებს… ჟურნალისტი, რომელსაც არანაირი განათლება არ აქვს ჟურნალისტურ სფეროში, პირდაპირ არის ერთი თვის ჩამოსული რაიონიდან და მიკროფონი უჭირავს ხელში. არ შეიძლება ასე, არა!… მე არ ვიცი, რა დავარქვა ამას, მაგრამ შეურაცხყოფილი ვარ იმიტომ, რომ ასე მგონია, ეთერ გადაბაძე და ნიკოლოზ გვარამია მართავენ ქვეყანას. აშანტაჟებენ ხალხს, აშანტაჟებენ ხელისუფლებას და გააქვთ თავისი”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]
Prev Post
სხვა სიახლეები