ყოფილი პრემიერი მეოთხე შვილს – გოგონას ელოდება

ყჟურნალისტი ნინო ჯღარკავა ფეისბუქის პირად გვერდზე ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ჟურნალისტის პოსტიდან ირკვევა, ყოფილი პრემიერ-მინისტრი მეოთხე ბავშვს ელოდება. „სანამ ზოგიერთი ჟურნალისტი, იმ ლეგენდების და ზღაპრების შეთხზვით არის დაკავებული, თურმე როგორ დაემდურა ღარიბაშვილის მამა ტარიელი მძახლებს და თურმე როგორ უმძრახად არიან ერთმანეთში, მოყვარეებს გავახარებ და ვეტყვი, რომ ისინი ერთად არიან, უერთმანეთოდ პურს არ ტეხენ და ღარიბაშვილ-თამაზაშვილები მეოთხე შვილს ელოდებიან, სამი ბიჭის მერე ერთი გოგოო. მეც გულით ვიზიარებ მათ სიხარულს“, – წერს ნინო ჯღარკავა. ყოფილ პრემიერ – მინისტრს და მის მეუღლეს, ნუნუკა თამაზაშვილს სამი ბიჭი – ნიკოლოზი, ანდრია და გაბრიელი ჰყავთ. უმცროსი შვილი, გაბრიელი, გასული წლის აპრილში დაიბადა.

კომენტარები

სხვა სიახლეები