“გიორგი ტატიშვილი, რომელიც ერთი თვის წინ “განიკურნა” გეობისგან, ცნობილი თაღლითია “

ადამიანის უფლებათა და ქალთა უფლებების დამცველი ბაია პატარაია ფეისბუქში აქვეყნებს სტატუსს, სადაც იგი გიორგი ტატიშვილს, რომელიც ადრე ტრანსგენდერი მაცაცო იყო, თაღლითს უწოდებს:

“ვინმე გიორგი ტატიშვილი, რომელიც ერთი თვის წინ “განიკურნა” გეობისგან და მოიარა ჯაჯანიძის შოუ, ახლა კი, “განკურნების” შემდგომ, გავარდა, საკონსტიტუციოში სარჩელი შეიტანა და მოითხოვა გეიქორწინების აღიარება, არის ცნობილი თაღლითი, ადრე ტრანსგენდერ მაცაცოდ წოდებული. ჩვეულებრივი „კაგებეშნიკი“ აგენტია და მუდმივად სპეკულირებს ლგბტ თემატიკით. უკლებლივ ყველა ლგბტ ორგანიზაცია საქართველოში ემიჯნება ამ თაღლით ადამიანს და აცხადებს, რომ სხვა საკითხები უფრო სასიცოცხლო მნიშვნელობისაა დღეს ლგბტ საზოგადოებისათვის საქართველოში, ვიდრე ქორწინება და ნუ წამოვეგებით კრემლის პროვოკაციას. წინასაარჩევნოდ ისევ და ისევ ააქტიურებს რუსეთი ლგბტ თემატიკას, რომ “გარყვნილ ევროპასა” და “ერთმორწმუნე რუსეთს” შორის არჩევანი სათავისოდ წაიყვანოს. ლგბტ თემი მართებულად ემიჯნება ამ მცდარ რიტორიკას და ბინძურ პროვოკაციებს“, – წერს ბაია პატარაია.

201602091440501513

კომენტარები

სხვა სიახლეები