ელენ დეჯენერესის შოუში სტუმრად მყოფმა ჯორჯ კლუნმა გაიხსენა, როგორ სთხოვა ხელი საყვარელ მეუღლეს.
„მე მქონდა ბეჭედი, რომელსაც პატარა ყუთში ვმალავდი. გავამზადე ჩემი დეიდის – როზმარის სიმღერა: “Why Shouldn’t“. სხვათა შორის, სადილი თავად მოვამზადე. ამალი იმ დღეს ლონდონიდან ჩამოფრინდა და ჩემთან სადილად დავპატიჟე. ჩვენ ვისადილეთ სანთლების შუქზე. ჩავრთე წინასწარ შერჩეული სიმღერა და უცებ ის ამბობს: „წავალ, ჭურჭელს გავრეცხავ“. ეს პირველად მოხდა. ასეთი რამ არასდროს შემოუთავაზებია. გავიდა. მალევე დაბრუნდა და მე მას ვეუბნები: „ერთი სანთელი ჩამიქრა, გახსენი ყუთი, მანდ სანთებელა მაქვს“. მან გახსნა. „აქ ბეჭედია“, – მეუბნება ის. ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს ვერ მიხვდა, რა ხდებოდა და ვიღაცამ ყუთში ბეჭედი შემთხვევით დატოვა“,- იხსენებს ჯორჯ კლუნი.
კლუნი და ამალია ერთმანეთს 2013 წლიდან ხვდებოდნენ, 2014 წლის სექტემბერში კი ვენეციაში დაქორწინდნენ.
Prev Post
Next Post
სხვა სიახლეები