“ჩემი ცოლის დაქალები” საგანგებო განცხადებას ავრცელებს

სერიალი “ჩემი ცოლის დაქალები” განცხადებას ავრცელებს და მსურველებს კასტინგზე ეპატიჟება.
“კ ა ს ტ ი ნ გ ი! დადგა ეს დღეც! არიქა! ეპიზოდური როლებისთვის გვჭირდება როგორც მსახიობები, ისე არამსახიობები
✔ კვირას, 7 თებერვალს, კასტინგზე გელოდებით 18-დან 70 წლამდე ასაკის მსახიობური გამოცდილების და მსახიობური განათლების ა რ მ ქ ო ნ ე ადამიანებს. მობრძანდით კვირას, 7 თებერვალს 11:00-15:00-მდე, „რუსთავი 2“-ში. მის: სანდრო ეულის 5ა.
✔ ორშაბათს, 8 თებერვალს, კასტინგზე გელოდებით 16-დან 70 წლამდე ასაკის მსახიობებს, სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტებს ან სამსახიობო გამოცდილების მქონე ადამიანებს! მობრძანდით 8 თებერვალს, ორშაბათს, 11:00-15:00-მდე, „რუსთავი 2“-ში. მის: სანდრო ეულის 5ა.
P.S. გააზიარეთ, რომ ბევრმა გაიგოს”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

სხვა სიახლეები